4 თვეში მარტივად აითვისებთ და ისწავლით სასაუბრო ინგლისურს ზედმეტი ძალისხმევის და მოსაწყენი დავალებების გარეშე
ასაკი შეუზღუდავია, ვასწავლით ინგლისურ ენას ყველა დონეზე და სწავლა მიმდინარეობს თქვენთვის მოსახერხებელ დროს დისტანციურად Skype-ის მეშვეობით; ასე მარტივად ზოგავთ ფულს და არ კარგავთ ზედმეტ დროს
მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად თქვენთვის შევიმუშავეთ სასწავლო პროგრამა, რომელიც შედგენილია ოქსფორდის სასწავლო მასალების მიხედვით და გამოცდილია საქართველოში, რუსეთსა და იტალიაში მცხოვრები ქართველების მიერ
სწავლის პერიოდში მიიღებთ განვლილი მასალის აუდიო ფაილებს და მათ თქვენთვის ხელსაყრელ დროს მოუსმენთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ქვეცნობიერი დაიმახსოვრებს განვლილ მასალას; სიტყვებს, ფრაზებს და მათ სწორად წარმოთქმას.
ასევე, მიიღებთ განვლილი მასალის ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც გაგიადვილებთ ინგლისური ენის შესწავლის პროცესს, რადგან ჩართული იქნება არამარტო სმენითი, არამედ მხედველობითი მეხსიერებაც.
თქვენ შეიძლება სხვა საქმით იყოთ დაკავებული და ამ დროს ყურსასმენით მექანიკურად იმახსოვრებთ, ხშირად გამოყენებად სასაუბრო ფრაზებს. თქვენი ცნობიერება არა მხოლოდ აღიქვამს ინფორმაციას, არამედ აქვს უნარი შეინახოს ის
სწავლის დასრულების შემდეგ, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები თქვენ საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო განიმტკიცოთ სასწავლო ცენტრ MTS Company-ში მიღებული ცოდნა.